თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებს შორის უქმეებზე მოგზაურობისთვის თბილისს პოპულარობით მეორე ადგილი უკავია.
თებერვლის დღესასწაულებზე მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქები სასტუმროების საძიებო სერვისმა RoomGuru.ru-მ განსაზღვრა.
ქალაქების პირველ ხუთეულში არიან მინსკი, თბილისი, ბაქო, ბუდაპეშტი და ტალინი. შემდეგ მოდიან ბარსელონა, ერევანი, რიგა, ვილნიუსი და რომი.
სერვისის მონაცემებით, თბილისში ერთი დღე-ღამე ცხოვრება საშუალოდ 47 ევრო დაჯდება.
სასტუმროში ცხოვრება ყველაზე იაფი ვილნიუსშია (37 ევრო დღე-ღამეში), ყველაზე ძვირი — რომში (100 ევროზე მეტი).
რეიტინგი შედგენილია 23-26 თებერვალს სასტუმროების დაჯავშნის მონაცემების მიხედვით. სააგენტო „ტურსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობა უქმეებზე საზღვარგარეთის ქალაქებში, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.
საქართველოს 2016 წელს 1 037 564 რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 12%-ით მეტია.