საია: გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა
„ამ განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“, – განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა მერი დაუშვილმა „Sputnik-საქართველოს”.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.