თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა "Sputnik–საქართველოსთან" ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს მათთვის სიყვარული.
საქართველოში, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, 14 თებერვალს შეყვარებულთა მფარველის, წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავენ. ქვეყანაში ეს დღესასწაული ოფიციალური არ არის, მაგრამ ხალხი, უკვე დანერგილი ტრადიციის მიხედვით, ერთმანეთს ულოცავს, საყვარელ ადამიანებს ჩუქნიან ყვავილებსა და საჩუქრებს.
საქართველოში სიყვარულის დღეც არსებობს, რომელიც 15 აპრილს აღინიშნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი დღესასწაულად, დასვენების დღედ არ არის გამოცხადებული.
„Sputnik–საქართველომ“ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, რას ნიშნავს მათთვის სიყვარული.