ქეთი უბილავა: ბევრი სირთულე იყო დასაწყისში, მაგრამ გვჯეროდა საკუთარი თავის

© FB/ Keti Ubilavaქეთი უბილავა
ქეთი უბილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი უბილავა „Sputnik–საქართველოს“ უამბობს, როგორ გაუჩნდა ხის და ტყავის ჩანთების დამზადების იდეა, როგორ განახორციელა იგი და მეგობართან ერთად შექმნა ბრენდი „ბეგელსი“.
ქეთი უბილავა: ბევრი სირთულე იყო დასაწყისში, მაგრამ გვჯეროდა საკუთარი თავის

„საზოგადოებამ „ბეგელსი“ დადებითად მიიღო. თავიდან, სანამ პროდუქტი მზად იქნებოდა, ყველას უკვირდა და აინტერესებდა, თუ როგორი იქნებოდა ჩანთა ხის ფაქტურით. ამიტომ ბაზარზე გასვლამდე უკვე გარკვეული მოლოდინი იყო შექმნილი“, — ამბობს უბილავა.

ქეთი უბილავა ახალგაზრდა მეწარმეა. მან მეგობართან ნათია მგელაძესთან ერთად დაიწყო ჩანთების დამზადება ხის მასალის გამოყენებით. მისი თქმით, ამ სფეროში კიდევ უფრო გაიზარდა კონკურენცია, ამიტომ ცდილობენ, არ მოდუნდნენ და საინტერესო სიახლეები შესთავაზონ მომხმარებლებს.

ყველა ახალი ამბავი
0