იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიულოცა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა შეყვარებულ წყვილებს „ვალენტინობა“ და ერთგულება და მტკიცე სიყვარული უსურვა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ სიყვარულის დღე. მაგრამ, ჩემი აზრით, სიყვარულის დღე არის ყოველდღე, როცა გიყვარს. როცა მყვარებია, მყვარებია ყოველდღე, ყოველ წუთს. ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაული ყოფილა. გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ახალგაზრდები „ვალენტინობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. უნიშნავენ ერთმანეთს პაემანს, ჩუქნიან სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს და ა.შ. ნოდიკო ტატიშვილმა წყვილებს მოუწოდა, მხოლოდ 14 თებერვალს ნუ აჩუქებენ ერთმანეთს საჩუქრებს. მეტად სასიამოვნო და სასიხარულო იქნება, თუ წლის ნებისმიერ დღეს გაახარებენ და გაანებივრებენ ერთმანეთს სიურპრიზებით.