ნინო ღამბაშიძე: „ვალენტინობა" არის ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო დღესასწაული

გამოწერა
ეთნოგრაფი ნინო ღამბაშიძე საუბრობს ვალენტინობის დღესასწაულზე.
ნინო ღამბაშიძე: ვალენტინობა არის ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო დღესასწაულია

„ვეცადე, გამომეკვლია, რომელ წმინდა ვალენტინთან არის დაკავშირებული ეს დღესასწაული. როგორც გაირკვა, კათოლიკური ეკლესიაც კი არ იცნობს ასეთ ვალენტინს“, — ამბობს ღამბაშიძე.

მისი თქმით, ვინაიდან ვალენტინობა იყო ხალხური ტრადიცია, ეკლესიამ დაუშვა, რომ ადამიანებს  აღენიშნათ ეს პოზიტიური დღესასწაული.
წმინდა ვალენტინის დღე, ანუ  სიყვარულის დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 14 თებერვალს აღინიშნება. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ, ჩუქნიან ყვავილებს, საჩუქრებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0