თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უნგრეთის ქალაქ დებრეცენში „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს კრივის ნაკრებმა სამი მედალი მიოპოვა, იუწყება საქართველოს კრივის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ესკერხან მადიევმა მოიპოვა. ნოდარ დარბაიძემ (–49 კგ) და არტიუშ გომციანმა (–56 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
დებრეცენის ტურნირი ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსში შალვა დუნდუასთვის სადებიუტო იყო. ამ თანამდებობაზე ის გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტის ასისტენტი დიდი გამოცდილების მქონე ბეჟან ჭიჭინაძე გახდა, რომელიც მანამდე საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.