სიყვარული სელამის ენაზე, ანუ თუ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeგალერეა "პროვანსი"
გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მორიდებულ და რომანტიკულ ადამიანებს ხშირად უჭირთ გრძნობების სიტყვებით გამოხატვა — არათუ ხმამაღლა, წერილობითაც კი. სწორედ ამის გამო გასულ, გაცილებით უმანკო საუკუნეებში ადამიანები ყვავილების ენას მიმართავდნენ.  
ყვავილების ენა ნელ-ნელა კვლავ იკრებს პოპულარობას, თუმცა არა ისე მასიურად, როგორც ეს ორი საუკუნის წინ იყო. ამბობენ, რომ წარსულში თითქმის ყველა ახალგაზრდამ იცოდა, როგორ შეედგინა ყვავილების თაიგული ისე, რომ საჭირო შეტყობინება მიეწოდებინა ადრესატისთვის, და, რა თქმა უნდა, მიმღებმაც იცოდა, როგორ გაეშიფრა გზავნილი.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყვავილების ენა „სელამი“, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში იშვა და მე-18 საუკუნის ევროპის მაღალ საზოგადოებაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, კვლავ დაიბრუნებს ძველ ადგილს, მაგრამ ხომ შეიძლება სელამით შედგენილმა თაიგულმა ვიღაცას სიხარული და ბედნიერება კვლავ მოუტანოს?!
ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენში ყველაზე გავრცელებული ყვავილები თქვენთვის აგვემეტყველებინა.

ყველა ახალი ამბავი
0