საქართველოდან ევროპაში უნაკერო მილები ექსპორტზე გადის

გამოწერა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 2017 წელს უნაკერო მილების ექსპორტის ათჯერ გაზრდას გეგმავს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველად თავისი არსებობის ისტორიაში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილების ექსპორტი დაიწყო.

© FB/ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრორუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო - Sputnik საქართველო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო

უნაკერო მილებს გაიტანენ იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში. პირველი შეკვეთის მოცულობა 2 ათასი ტონაა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

„უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ქარხნის ახალი მენეჯმენტის მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონულ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

© FB/ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრორუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო - Sputnik საქართველო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო

ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბაზრებზე. 2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე.

© photo: courtesy of Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaრუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო - Sputnik საქართველო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქრო

უნაკერო მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლუატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0