რამაზ გრიგალაშვილი: ხეზე ხელით მუშაობა საკმაოდ რთულია

© FB/ Ramazi Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილი
რამაზ გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამაზ გრიგალაშვილი მკითხველს უყვება, თუ როგორ ისწავლა ხეზე მუშაობა, რა ნივთებს და დეკორაციებს ქმნის იგი ხის საშუალებით.
რამაზ გრიგალაშვილი: ხეზე ხელით მუშაობა საკმაოდ რთულია

„პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. შუშის ქარხანაში ვმუშაობდი, საამქროს უფროსი ვიყავი. როცა ქარხანა დაიხურა, დავრჩი უმუშევარი. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ ოჯახი მერჩინა. გადავწყვიტე ხელობა ამეთვისებინა, ვიყიდე იარაღები და დავიწყე ეს საქმე“, — ამბობს გრიგალაშვილი.

რამაზ გრიგალაშვილი ხაშურის შუშის ქარხანაში საამქროს უფროსი იყო. ქარხნის დაკეტვის შემდეგ იგი უმუშევარი დარჩა და გადაწყვიტა ოჯახი რაიმე სხვა ხელობით ერჩინა. ბატონმა რამაზმა ხეზე მუშაობა ისწავლა, ჯერ შეზლონგების და მაგიდების კეთება დაიწყო, შემდეგ ეზოს ულამაზესი დეკორაციები გააკეთა, ახლა კი ხელნაკეთი საათების შექმნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0