მუსერიძე: ყოველთვის მიჩნდება სურვილი, გავექცე ზამთრის ცივ და უფერულ ამინდებს
„რა თქმა უნდა, მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია და არ მეგულება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ იზიდავს. სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი დრო, ხშირად წავიდე საზღვარგარეთ“, — ამბობს მუსერიძე.
თამუნა მუსერიძე ქართულმა საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო. თავდაპირველად "პირველი არხის" ეთერში მიჰყავდა გადაცემა "საწინდარი", შემდეგ მუშაობდა ტელეწამყვანად "პირველ სტერეოში", "იმედში", ასევე რადიო "აფხაზეთის ხმაში". ამჟამად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტია.