ჯანელიძე: აშშ-ს სურვილი აქვს, საქართველოს ყველა პროცესში დაუჭიროს მხარი

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.
ჯანელიძე: აშშ-ს სურვილი აქვს, საქართველოს ყველა პროცესში დაუჭიროს მხარი

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური მასშტაბით უშიშროების კუთხით“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრებზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ყველა ახალი ამბავი
0