ჯაჯანიძე: შეყვარებული ვარ და ეს ძალიან მაბედნიერებს

© FB/ Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ჯაჯანიძემ „Sputnik–საქართველოს“ სიყვარულის შესახებ თავისი მოსაზრება გაუზიარა. მისი თქმით, ბევრჯერ ჰყვარებია, მაგრამ როცა ნამდვილად უყვარდა, სიყვარულის ახსნას ვერასდროს ახერხებდა.
ჯაჯანიძე: შეყვარებული ვარ და ეს ძალიან მაბედნიერებს

„რაც კაცობრიობა გაჩნდა დედამიწაზე, მას შემდეგ იკვლევენ, მაგრამ ვერ დაადგინეს, რა არის სიყვარული. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ყველას თავისებურად ესმის სიყვარულის მცნება, გამონაკლისი არც მე ვარ“, — ამბობს ჯაჯანიძე.

გია ჯაჯანიძე ფართო საზოგადოებამ გადაცემა „მზესუმზირების“ საშუალებით გაიცნო, რომელიც ტელეკომპანია „მზეზე“ გადიოდა. ტელეწამყვანი ყოველთვის ექსტრავაგანტულობითა და არაორდინალურობით გამოირჩევა. ამჟამად გია ჯაჯანიძე ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი პოპულარული პროექტის წამყვანია.

ყველა ახალი ამბავი
0