ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა გენიალური პოეტის დაღუპვიდან 180 წელი პუშკინის ლექსების კითხვით აღნიშნეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, თუ როგორ აღნიშნას თბილისში ეს ტრაგიკული თარიღი.
პარასკევს, 10 თებერვალს დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინის გარდაცვალებიდან 180 წელი გავიდა. თბილისის ცენტრში, პოეტის ძეგლთან შრიკრიბნენ ქართული საზოგადოების წევრები, კულტურის მოღვაწეები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც გენიალური პოეტის ლექსებს კითხულობდნენ.
"ქართველებს ძალიან უყვარდათ ის. ნამდვილი გენიოსი იყო! გენიოსი ერთადერთი იბადება და ის ერთი მთელ მსოფლიოში. და ასეთი დარჩა ჩვენთვის, ყველასთვის, ვისაც ესმის ვინ იყო პუშკინი", — Sputnik საქართველოსთან საუბარში განაცხადა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა გურანდა გაბუნიამ.
პუშკინის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდა რუსი თანამემაულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო.
"პუშკინი — ეს ის გულია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები დღეს პუშკინის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობდნენ, ვინაიდან პუშკინი, როგორც იტყვიან, ჩვენთვის ყველაფერია. პუშკინის ბიუსტი კი პირველი ბიუსტია, რომელიც საქართველოში დაიდგა. ეს ბიუსტი დადგეს იმ ფულით, რომელიც თბილისელებმა მოაგროვეს. ის უკვე 125 წელია დგას და სამუდამოდ იდგება!", — Sputnik საქართველოსთან საუბარში განაცხადა რუსი თანამემაულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ხელძღვანელმა, "რუსული კლუბის" პრეზიდენტმა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.
საზოგადოების წარმომადგენლები პუშკინის ლექსების მშობლიურ ენაზე ნათარგმნ ვარიანტებსაც კითხულობდნენ — გენიალურმა ლექსებმა გაიჟღერა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.