უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარდავას დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის ოლეგ რომანოვიჩის სახელზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობა, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი facebook-გვერდზე წერს და დაკავების ვიდეო-კადრებსაც ავრცელებს. 

ავაკოვი წერს, რომ ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. ის თანამოაზრეებთან ერთად კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.  

ქარდავას დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის ოლეგ რომანოვიჩის სახელზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობა, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.

ცნობილია, რომ გელა ქარდავა "კანონიერ ქურდად" მოსკოვში 1996 წელს "აკურთხეს", როდესაც ის 21 წლის იყო. 

 


ყველა ახალი ამბავი
0