თბილისში მოსულ თოვლს ტრანსპორტის მოძრაობისთვის პრობლემები არ შეუქმნია

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოგარენში - კოჯორში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთში 20:00 საათიდან დაიწყეს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება, — ნათქვამია „თბილსერვისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ღამის 02:00-03:00 საათიდან ტექნიკური მარილის დაყრა უკვე თბილისის ქუჩებში გახდა საჭირო. კერძოდ, გარეუბნებში, ნუცუბიძის ფერდობსა და ზემო ვერაზე. ამჟამად გზებზე მოძრაობის შეფერხება არსად არ არის. თბილისში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გადაადგილების პრობლემა არ არის“, — განაცხადასამსახურის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოგარენში — კოჯორში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთში 20:00 საათიდან დაიწყეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0