თამარ გამილაღდიშვილი: „ბასკეთში ერთ სოფელში ვიყავი, რომელსაც ბედია ჰქვია“
„პირველად ესპანეთში 1993 წელს, ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ჩავედი. თავდაპირველად ბასკური და ესპანური ენების კურსი გავიარე. შემდეგ უკვე დოქტურანტურაში ვისწავლე“,- აცხადებს Sputnik-თან ინტერვიუში თამარ გამილაღდიშვილი.
თამარ გამილაღდიშვილი- ჟურნალისტი და დიპლომანტი, ესპანეთში ყოფნის დროს ბასკეთის ავტონომიურ ტელევიზიასთან, რადიოსა და პერიოდულ გამოცემასთან გაზეთ “Deia”-თან თანამშრომლობდა. 2005 წლიდან კი ევროპული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროში, დიასპორასთან ურთიერთობის ახლადშემქნილ დეპარტამენტში მრჩეველია.