სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

გამოწერა
სამართალდამცველებმა 185,1 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი ამოიღეს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ს. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

185,1 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ. ს.-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0