ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციის თასის გათამაშებაში პოლონეთთან დამარცხდნენ

© AFP 2024 / PATRICK KOVARIK სოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი შეხვედრა კატარჟინა პიტერსა და ეკატერინე გორგოძეს შორის გაიმართა, მეორე – მაგდა ლინეტესა და სოფია შაფათავას შორის – ორივეჯერ ქართველმა ჩოგბურთელებმა პოლონეთის ნაკრებთან წააგეს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა ტალინში ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში, А ჯგუფის მატჩში პოლონეთის გუნდთან წააგო (1:2), იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი სოფიაში АТР–ს სერიიდან ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

პირველ შეხვედრაში კატარჟინა პიტერმა ეკატერინე გორგოძეს სძლია – 5:7, 6:2, 6:4, ხოლო მეორე შეხვედრაში – მაგდა ლინეტემ სოფია შაფათავას – 7:5, 6:4.

მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:0 გახდა, პოლონეთის ნაკრებმა წყვილთა შეხვედრაზე უარი განაცხადა, ამის გამო ტექნიკური გამარჯვება საქართველოს გუნდს ერგო.

ამას პოლონელებისთვის ხელი არ შეუშლია, А ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინა და შემდეგი რაუნდის კვალიფიკაცია მიეღო.

რაც შეეხება საქართველოს გუნდს, ის ისრაელის ნაკრებს შეხვდება, რათა ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში ყოფნის უფლება შეინარჩუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0