თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინული წარმოების ახალი რაკეტის გამოცდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ხმელეთზე არსებული სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი.
„უკრობორონპრომმა“ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ახალი სარაკეტო შეიარაღება შეიმუშავა. 80 მილიმეტრის კალიბრის რაკეტები სამხედრო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვისაა დაპროექტებული და ხმელეთზე არსებული სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი”, — ნათქვამია პოროშენკოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
„ვერტმფრენის ეკიპაჟი, რომელიც აღჭურვილია ახალი ძრავებითა და „ადროს“ ჩამხშობი ოპტიკურ-ელექტრონული სადგურით, დასახულ მიზნებს ემთხვევა“, — აღნიშნა პოროშენკომ.
მისი სიტყვებით, იმისთვის, რათა 20 რაკეტიდან მთლიანი ბლოკი გაუშვან, მხოლოდ ნახევარი წამია საჭირო.