გურჯაანის კულტურის ცენტრმა გარმონში 8 000 ლარი გადაიხადა

გამოწერა
ძვირადღირებული გარმონი კულტურის ცენტრმა ტენდერის გვერდის ავლით იყიდა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის კულტურის ცენტრმა გარმონში 8 ათასი ლარი გადაიხადა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საქართველოს კანონმდებლობით, 5 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შესაძენად ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ცენტრმა კი გარმონი ტენდერის გარეშე შეიძინა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოშია, მაგრამ სხდომები ვერ ტარდება. მიზეზად კულტურის ცენტრის დირექტორის, ეთერ ლოლაძის საზღვარგარეთ ყოფნა სახელდება.

კულტურის ცენტრში გარმონის უნიკალურობაზე საუბრობენ და მასში გადახდილი თანხა არ უკვირთ. გურჯაანის გამგეობაში კი კომენტარს არ აკეთებენ და სატელევიზიო კამერას გაურბიან.

ყველა ახალი ამბავი
0