თბილისი, 11თებერვალი — Sputnik. ბათუმში 59 წლის ქალს და 61 წლის კაცს პირველი შვილი შეეძინათ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ბათუმში კლინიკა "მედინაში" დაფიქსირდა.
ნათელა ლაზიშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ცოლ- ქმარი 33 წელია შვილის მოლოდინშია. პატარა გიორგი 2 კილოგრამსა და 300 გრამს იწონის.
ექიმის განცხადებით, დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.