ტესტის გასავლელად საჭიროა ფურცელი, კალამი (ან კარგი მეხსიერება) და თქვენი წარმოსახვა. კითხვებს უპასუხეთ დაუფიქრებლად, აღნიშნეთ, რაც პირველი მოგივათ თავში, გამორთეთ ლოგიკა და წარმოიდგინეთ, რომ თბილ და სუფთა ოკეანეში მიცურავთ.
1. თქვენ ჩაყვინთეთ, რათა ზღვის ფსკერი დაათვალიეროთ და ამ დროს ხედავთ ქალთევზას. რა ფერის კუდი აქვს მას?
2. მაგრამ ქალთევზა ერთადერთი არ არის, ვინც დაინახეთ. მის გვერდით თევზი ცურავს. როგორია ის – საშიში და აგრესიული თუ პირიქით, მშვიდი და უვნებელი?
3. თქვენ კიდევ უფრო ეშვებით ფსკერისკენ და იქ ხედავთ ნიჟარას. როგორია ეს ნიჟარა – ბრტყელი და პრიალა თუ კონუსისებრი და ხვეულებით?
4. ბოლოს, მოვიდა დრო, ხმელეთს დაუბრუნდეთ. მიცურავთ ნაპირისკენ და აღმოჩნდებით პლაჟზე. რამდენ ადამიანს ხედავთ?
ახლა კი ნახეთ პასუხები:
1. ქალთევზას კუდის ფერი მეტყველებს, რამდენად კომუნიკაბელური ხართ
• ცივი და მშვიდი ფერები, მაგალითად ლურჯი ან მწვანე თქვენს მორცხვობაზე მეტყველებს
• მკაფიო, მაგალითად ვარდისფერი ან ყვითელი მიანიშნებს, რომ თქვენ ახალ ნაცნობებთან იოლად პოულობთ საერთო ენას.
2. თევზი მიანიშნებს, თუ როგორ წყვეტთ სადავო სიტუაციებს
• თუ წარმოიდგინეთ მშვიდი, არააგრესიული თევზი — პრობლემა არ გაქვთ გამოთქმასთან და საკუთარი მოსაზრების დაცვასთან დაკავშირებით
• თუ თევზი მტაცებელი და აგრესიული იყო, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კამათსა და კონფლიქტურ ვითარებებს თავს არიდებთ.
3. ნიჟარა ირგვლივ მყოფთა მიმართ თქვენს გულგახსნილობაზე მიუთითებს
• უბრალო ნიჟარა ხვეულების გარეშე მიანიშნებს, რომ ადვილად „იხსნებით“ ადამიანებთან და მორცხვობის გარეშე საუბრობთ მათთან საკუთარ თავზე.
• თუ ხვეულებიანი ნიჟარა წარმოიდგინეთ, მაშინ გულდახურული ადამიანი ბრძანდებით და საკუთარ თავზე ირგვლივ მყოფებთან საუბარი არ გიყვართ.
4. ადამიანები პლაჟზე თქვენი მეგობრების რაოდენობაზე მეტყველებს
• თუ პლაჟი ხალხითაა სავსე — თქვენ წვეულებების ნამდვილი მეფე ან დედოფალი ბრძანდებით
• რამდენიმე ადამიანი ნიშნავს, რომ არც ისე ბევრი მეგობარი გყავთ, სამაგიეროდ, ისინი ახლო და ნამდვილი მეგობრები არიან
• ხოლო თუ საერთოდ ცარიელი პლაჟი წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს არ ენდობით და მეგობრის შეძენისკენ არ ისწრაფვით.