ვითარება საქართველოს გზებზე: აკრძალულია მოძრაობა სომხეთთან საზღვრის მიმართულებით

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები გზის გახსნას ელოდებიან
სატვირთო ავტომობილები გზის გახსნას ელოდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს-სომხეთის საზღვრამდე მისვლა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუზღუდავია.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამინდის გაუარესების გამო გზების რიგ მონაკვეთებზე, მათ შორის საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით, შეზღუდვები დააწესა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო  — ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა —  ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ მიდის,  90-112-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სატვირთო ავტომობილები გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები სამხედრო გზაზე

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე. 

ინტენსიური თოვისა და ლიპყონულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0