თამუნა მუსერიძე ბარსელონაში დააყაჩაღეს

© FB/ Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა. თამუნას იზიდავს უცხო ქვეყნებში მოგზაურობა, თუმცა უპირატესობას საქართველოს კუთხეებს ანიჭებს. ამბობს, რომ ქართველებს უამრავი სიმდიდრე გვაქვს და ჯერ ჩვენი კუთხეები უნდა მოვინახულოთ.

პირველად ბარსელონაში იმოგზაურა. ეს მოგზაურობა უსიამოვნოდ ახსენდება, რადგან ჩასვლისთანავე გაქურდეს. მაშინ თამუნა პატარა იყო. დანარჩენს იგი თვითონ მოგვიყვება.

– როგორც ყველა ადამიანს, ალბათ, თქვენც გიზიდავთ მოგზაურობა?
— რა თქმა უნდა, მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია და არ მეგულება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ იზიდავს. სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი დრო, ხშირად წავიდე საზღვარგარეთ. თითოეული მოგზაურობა სასიამოვნოდ მახსენდება. პირველად სამოგზაუროდ ბარსელონაში ვიყავი. მშობლებმა წამიყვანეს. ზოგადად ცხოვრებაში განცდილი ყველაფერი პირველი განსაკუთრებით გამახსოვრდება, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოგზაურობის დროს გაგვქურდეს, რამდენიმე ადამიანს ჩანთიდან ფული და ტელეფონები ამოაცალეს, მაინც დაუვიწყარი იყო ეს ვოიაჟი. ძალიან შემეშინდა და განვიცადე, მით უმეტეს, რომ პატარა ვიყავი. დღესაც მწარედ მახსენდება ეს ამბავი.
– ზამთრის კურორტები გიყვართ?
— მეზიზღება ზამთარი და შემოდგომა. როცა მცივა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. მიყვარს მზე, სითბო, ზღვა. ყოველთვის მიჩნდება სურვილი გავექცე ზამთრის ცივ და უფერულ ამინდებს.

© FB/ Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო
თამუნა მუსერიძე

– ადგილი, სადაც არ გიმოგზაურიათ და მის ნახვაზე ოცნებობთ.

— რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, მაგრამ საქართველოში არის ძალიან ბევრი ადგილი, სადაც სიამოვნებით წავიდოდი, დავათვალიერებდი, დავისვენებდი. მართლა დიდი სიმდიდრე და საოცარი ადგილები გვაქვს ქართველებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვნახულობთ. ძალიან მინდა სვანეთში მოგზაურობა. მიზიდავს ეს კუთხე, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავედი. სვანეთი ულამაზი მხარეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. საოცარია იქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის მწვერვალები, შუა საუკუნეების კოშკები. სვანეთი მხოლოდ ბუნების სილამაზით არ გამოირჩევა, იგი კულტურის უძველესი კერაცაა.

– სვანეთის გარდა რომელ ქართულ კუთხეს გამოარჩევდით?

— გასულ კვირას რამდენიმე დღე ვიყავი ლეჩხუმში. საოცარი შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი თბილისში. ერთი სული მაქვს, ისევ დავბრუნდე იქ. ლეჩხუმში ცხოვრობს სტუმართმოყვარე, თბილი, მართლაც საოცარი ხალხი. ვიყავით ცაგერის რაიონში, ერთ–ერთ სოფელში. გამაოცა ამ ხალხის კულტურამ, სტუმართმოყვარეობამ, გულისხმიერებამ, ყურადღებამ.

© FB/ Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო
თამუნა მუსერიძე

– უცხო ქვეყნის სამზარეულოებიდან რომელი ქვეყნისას გამოარჩევდით?
— ზოგადად არ მიყვარს უცხო კერძების გასინჯვა. ყოველთვის ვერიდები იმ კერძის მირთმევას, რაც არასოდეს გამისინჯავს. ძალიან მიყვარს იტალიური კერძები. არავისთვის უცხო არ არის, რომ იტალიური სამზარეულო მისი გემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით სამართლიანადაა აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

– გიცდიათ რომელიმე იტალიური კერძის მომზადება?
— არაჩვეულებრივად გამომდის სპაგეტი. უგემრიელესია სპაგეტი ხორცით, სტაფილოთი და მწვანილებით.

– ბოლოს რომელ ქვეყანაში იმოგზაურეთ?

— რამდენიმე თვის წინ ვიყავი ეგვიპტეში. გაგიკვირდებათ და სასტუმროდან არ გავსულვარ. ვიყავი მეუღლესთან ერთად, ბედნიერად, და ვისვენებდი სულიერად.

– ძირითადად როგორი ვიზიტებით გიწევთ მოგზაურობა?

— ძირითადად დასასვენებლად დავდივარ. სამსახურის გამოც ვყოფილვარ წასული უცხო ქვეყანაში. სამსახურის გამო ბოლოს ვიყავი ბაქოში ჩასული. სიუჟეტი გავაკეთე. ბაქო არის ქალაქი, სადაც ყოველი ადგილი საინტერესო და ლამაზია.

– როგორ ფიქრობთ, საქართველო ჰგავს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას?

– ყველა ქვეყანას განსხვავებული ხიბლი და დამახასიათებელი ნიშანი გააჩნია. ყველა ქვეყანა რაღაცით არის მიმზიდველი და ლამაზი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ. ჩემი ქვეყანა არის ერთი და განუმეორებელი.

– რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით სიამოვნებით?

— ბევრი ადგილის დასახელება შემიძლია. ვიცხოვრებდი იტალიაში, ბრაზილიაში. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი გოაზე. მიზიდავს მისი მშვენიერი, თეთრი ქვიშის სანაპიროები, ულამაზესი პალმის ხეები და კამკამა ზღვის ტალღები.

– საქართველოს რომელ კუთხეს დაათვალიერებინებდით უცხოელ სტუმრებს?

— ალბათ, პირველად რაჭაში წავიყვანდი და იქაური ბუნებით, ხალხით, სამზარეულოთი გავაოცებდი სტუმრებს. რაჭული ლობიანი ლორით გულგრილს არავის ტოვებს. სამწუხაროდ, მე ვერ ვისწავლე გამოცხობა. მთელი ბავშვობა რაჭაში მაქვს გატარებული და რაჭაზე ლამაზი კუთხე არ მეგულება.

ყველა ახალი ამბავი
0