საია მანანა კობახიძის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

© თ. ჩოჩუაპარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატის მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დამტკიცება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კითხვის ნიშნებს უჩენს, განუცხადა “Sputnik–საქართველოს” არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა სოფო ჭარელმა.
საია მანანა კობახიძის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

"ვინაიდან მანანა კობახიძე მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლება, ცხადია, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს შემდგომში მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებელ საქმიანობასთან დაკავშირებით", — აცხადებს სოფო ჭარელი.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად, მანანა კობახიძემ ახლო მომავალში უნდა დატოვოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რიგები. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარლამენტის კვოტით დანიშნული სამი მოსამართლიდან ერთ-ერთს — კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0