რას მოიაზრებს „გირჩი“ მარიხუანის ლეგალიზაციაში

© FB/ Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა ისჯებოდეს, თუმცა დასაზუსტებელია, რას მოიაზრებს „გირჩი“ მარიხუანის ლეგალიზაციაში, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი თედორაძემ.
რას მოიაზრებს „გირჩი“ მარიხუანას ლეგალიზაციაში

„გირჩის“ ინიციატივა იმ მხრივ არის მისაღები, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ აქ დასაზუსტებელია, თუ რას მოიაზრებს „გირჩი“ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაში — მას სურს სრული ლეგალიზაცია, თუ სურს მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში გადავიდეს?“ — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.

პარტია "გირჩი" მარიხუანის მოხმარებისა და მისი მოყვანის სრულ ლეგალიზაციას მოითხოვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების პარალელურად „გირჩი“ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რათა გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0