IDFI-მ საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გზამკვლევი შექმნა

© FB/ Giorgi Kldiashviliგიორგი კლდიაშვილი
გიორგი კლდიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გზამკვლევი ადამიანებს საკანონმდებლო საკითხებში უკეთ გარკვევაში დაეხმარება, განუცხადა “Sputnik-საქართველოს” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა დავით კლდიაშვილმა.
IDFI-მ საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გზამკვლევი შექმნა


„კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება მოქალაქეთა არაინფორმირებულობაა,  ჩვენი გზამკვლევის მიზანი კი ისაა, რომ გაუმარტივოს მოქალაქეებს პარლამენტის ვებ-გვერდზე მუშაობა“, — აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

გზამკვლევი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) თანამშრომლობით შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0