ეჭვიანობა უმცროს–უფროსს შორის, ანუ საჭირო არ არის, ყველა შვილი ერთნაირად გიყვარდეთ

© FL/ Richard Leemingუფროსი და და უმცროსი ძმა
უფროსი და და უმცროსი ძმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი და მეტი შვილის მშობლებმა შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს, როცა ოჯახში ახალი წევრი იბადება, რამდენი სირთულე ახლავს უფროსი შვილისთვის „ახალი ბავშვის“ სწორად წარდგენას და მერე მათ შორის შესაბამისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

არცთუ იშვიათად უფროსი შვილები თავს დაჩაგრულად და მიტოვებულად გრძნობენ, ვინაიდან დედ-მამის მთელი ყურადღება უმცროს დაიკოზე ან ძამიკოზე გადადის. ეჭვიანობის გამო ისინი არაკეთილგანწყობილები და, უფრო მეტიც, აგრესიულებიც კი ხდებიან ოჯახის ახალი წევრის მიმართ.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ამგვარი გართულება თავიდან აიცილოს და უფროსმა უმცროსი თბილად მიიღოს?

გთავაზობთ რჩევებს დედებისა და ბებიების პირადი გამოცდილებიდან, რომლებსაც ბავშვთა ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან. 

მარია მონტესორი - Sputnik საქართველო
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

1. უფროსი შვილი უმცროსის დაბადებამდე უნდა მოამზადოთ მასთან შესახვედრად. პატიოსნად უნდა უთხრათ, რომ მალე სახლში ჩვილი ბავშვი „მოვა“, რომელსაც ბევრი ყურადღება და ზრუნვა დასჭირდება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სჭირდებოდა, როცა ჩვილი იყო. ნუ წარუდგენთ მას უმცროს დაიკოსა თუ ძამიკოს როგორც პარტნიორს თამაშებში.

2. ნუ ეტყვით უფროსს, რომ ახლა ის უკვე დიდია. უმცროსი შვილის დაბადება უფროსს არც ასაკს მატებს და არც ჭკუას. პირიქით, თავიდან ამას მისთვის მხოლოდ სტრესი მოაქვს და ხშირად, შესაძლოა, თავიც კი „მოიუმცროსოს“: სასეირნო ეტლში ჩაჯდომაც მოითხოვოს, სარწეველაში ჩაწოლაც და საწოვარიანი ბოთლიდან წყლის დალევაც. ეს ნორმალური რეაქციაა და ამის გამო ბავშვს არ უნდა გაუწყრეთ.

3. დაიხმარეთ უფროსი უმცროსის მოვლაში. ოღონდ კი არ დააძალოთ, სთხოვეთ. მერე კი, თუ დაგთანხმდათ, ნაკლებად მკაცრად გააკონტროლეთ.

CC BY-SA 2.0 / Ben Grey / Big Brotherუფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ
უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ - Sputnik საქართველო
უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ

4. შეუნარჩუნეთ უფროსს ჩვეული მოვლენებისა და გარემოს თუნდაც ნაწილი, რომელიც მას უმცროსის დაბადებამდე ჰქონდა, მაგალითად, ერთად სეირნობა, მულტფილმების ერთად ნახვა, საკუთარი ოთახის მოწყობა…

5. ორივე მშობელმა აუცილებლად გამონახეთ დრო უფროსთან მარტო დასარჩენად, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ აუცილებლად ყოველდღე! ამ დროს უბრალოდ ელაპარაკეთ, ეთამაშეთ ბავშვს, აკეთეთ რაღაც სისულელეები, ჩაეხუტეთ… ყველაფერ ამას ერთ ჯერზე თუ ვერ მოახერხებთ, ერთ დღეს ერთი აკეთეთ, მეორე დღეს მეორე და ა.შ. 

6. „იმაჭანკლეთ“, ანუ ხშირად უთხარით უფროსს, რომ უმცროსს ძალიან უყვარს მასთან თამაში, კოტრიალი, ბანაობა და სხვ. მერე კი უმცროსსაც გაუმეორეთ — რაღა თქმა უნდა, უფროსის გასაგონად — რომ მის „დიდ ძამიკოს“ (თუ დაიკოს) საოცრად სიამოვნებს ეს მცირე დახმარება თუ ერთობლივი თამაშები.

7.  არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს — არასდროს, არაფერში და არავითარ შემთხვევაში. გახსოვდეთ: რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს.

გაბუტული ბავშვი - Sputnik საქართველო
4 რჩევა ჭირვეული ბავშვების მშობლებს — როგორ მოვიქცეთ

8. თუ უმცროსი „აბრაზებს“ უფროსს (კბენს, ჩქმეტს, აწყობილ ფაზლს უშლის თუ ნახატებს უხევს), აუცილებლად — დაიხსომეთ, აუცილებლად! — უთხარით მას, რომ ასე არ შეიძლება. თუნდაც ჯერ არც კი იყოს იმ ასაკში, რომ რამე გაიგოს. შეაჩერეთ უმცროსის „თავნებობა“ და დაიცავით უფროსის ინტერესები. ნუ ეტყვით მას სიტყვებს: „პატარაა და რა ქნას?!“ პირიქით, შეწუხდით, რომ უმცროსმა უფროსს კუბებით აგებული კოშკი დაუშალა და შესთავაზეთ მისი ხელახლა და ერთად აშენება. იცოდეთ, რომ ყველაფერი ეს ერთად მართლა მუშაობს!

9. ნუ შეეცდებით მისცეთ მათ ყველაფერი ერთნაირი და ერთი რაოდენობით. გაითვალისწინეთ ბავშვების მოთხოვნილება, სურვილი და ასაკი.

10. ნუ ეტყვით, რომ ყველა ბავშვი თანაბრად საყვარელია. თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ თითოეულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. აი, სწორედ ამ მომენტებს უნდა გაუსვათ ხაზი, ოღონდ სწორი სიტყვებითა და ღრმა გრძნობით.

ყველა ახალი ამბავი
0