ქართველ მოსწავლეთა ჯგუფი თბილისში აშშ-დან დაბრუნდა, სადაც გაეროს მოდელირების კონფერენციაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.
ქართველმა მოსწავლეებმა გაეროს საერთაშორისო კონფერენციის აღიარება მოიპოვეს
ქართველ მოსწავლეთა ჯგუფი დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მონაწილეობას იღებდა გაეროს მოდელირების კონფერენციაში. ნახეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორ დახვდნენ თბილისის აეროპორტში გამარჯვებულ მოსწავლეებს მათი მეგობრები, პედაგოგები და მშობლები.
საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდ-თბილისის 12 მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ნიუ იორკში, გაეროს შტაბ ბინაში გამართულ მოდელირების კონფერენციაში, თბილისში დაბრუნდა.
პირველად ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო სარბიელზე, ქართველმა მოსწავლეებმა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო მოიპოვეს. გარდა ამისა, გაეროს მოდელირების კონფერენციის საკეთესო დიპლიმატის წოდებები მიიღო ორმა მოსწავლემ — რატი ფიფიამ და გიორგი აროშიძე, ხოლო ლუკა ზედგენიძემ და ირაკლი სვანიძემ კონფერენციის ორგანიზატორთა განსაკუთრებული შექება — „Honourable mention“ დაიმსახურეს.
გაეროს მოდელირების კონფერენცია, რომელიც ნიუ-იორკი 1-4 თებერვალს ჩატარდა, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს 65 ქვეყნის 850-ზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას.
გაერო მოდელირების კონფერენციაზე, გაეროს სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა კომიტეტების სამუშაო პროცესის მოდელირება ხდება და ყოველი მათგანი დამოუკიდებლდ მუშაობს თავის თემაზე, რომელიც კონფერენციის საერთო თემის ნაწილია.
კონფერენციის მონაწილეებმა უნდა გამოავლინონ არა მხოლოდ ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა და კომუნიკაციის კულტურა, არამედ უნარიც აწარმოონ დისკუსიები თანამდეროვე მსოფლიოს და კაცობრიობის პრობლემებზე ეკონომიკის, პოლიტიკის, ეკოლოგიის და ყველა იმ თემაზე, რომლის გადაწყვეტისკენაც არის მოწოდებული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.