სტრიპტიზის დღეს მსოფლიო 9 თებერვალს აღნიშნავს. იხილეთ ფოტოლენტაში, თუ როგორი იყო სხვადასხვა ქვეყნებში სტრიპტიზი 100 წლის წინ და როგორია დღეს.
1893 წლის 9 თებერვალს, საღამოს, პარიზის ცნობილ კაბარე მულენ რუჟში ულამაზესი მოცეკვავე, სახელად მონა, ცეკვისას ხალხის წინაშე სრულიად გაშიშვლდა. უხამსი საქციელისათვის გოგონა დააპატიმრეს და 100 ფრანკით დააჯარიმეს, რამაც საფრანგეთის დედაქალაქში არეულობა გამოიწვია. მას შემდეგ ეს თარიღი სტრიპტიზის დაბადების დღედ მიიჩნევა, იუწყება ვებგვერდი Calend.ru.
ერთგვარ პროტოსტრიპტიზად შეიძლება მივიჩნიოთ ცეკვა "კანკანი", რომელიც საფრანგეთში ნახევარი საუკუნით ადრე გამოჩნდა. ამ ცეკვას ასრულებდნენ რესტორნებში, კაბარეებში და სხვა გასართობ დაწესებულებებში. კანკანიც და სტრიპტიზის ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით უხამს, გამომწვევ და ვულგარულ ცეკვებად მიიჩნეოდა. მოცეკვავეებსა და მეძავებს ერთმანეთსაც კი ადარებდნენ. ამერიკაში სტრიპტიზს თავდაპირველად "ბურლესქი" უწოდეს.
ჩვენს დროში სტრიპტიზი იქცა საზოგადოებისათვის მისაღებ მოვლენად. უფრო მეტიც, ეროტიული ცეკვები მასობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილადაც იქცა. სტრიპტიზის სცენების გარეშე ბევრი სხვადასხვა ჟანრის ფილმიც კი არ იქმნება. ამ მომენტისათვის ძელთან ცეკვა, ანუ Pole dance კვლავ ვითარდება როგორც დამოუკიდებელი მიმართულება სპორტში. ბევრ დასავლურ ქვეყანაში სტრიპტიზის მოცეკვავეები მიიჩნევიან ჩვეულებრივ დასაქმებულ ადამიანებად, რომლებიც იხდიან გადასახადებს, ქმნიან ოჯახებს, ზრდიან შვილებს. ბევრი გოგონასთვის ძელთან გამოსვლა კარიერის დასაწყისია, რომელიც არანაირ კავშირში არაა სხეულის დემონსტრაციასთან.
სტრიპტიზის კლასიკური ელემენტია პილონი (ძელი), რომლის გაშემოც ცეკვავს და იხდის სტრიპტიზის მოცეკვავე. მას ასევე შეუძლია ჩავიდეს სცენიდან დარბაზში და სტუმარს კალთაში ჩაუჯდეს. ტიპიური წესი — სტუმრებს აკრძალული აქვთ ხელით შეეხონ სტრიპტიზის მოცეკვავეებს, იუწყება Calend.ru.

















