„სამშობლოით ღარიბი" თურქეთელი ქართველის ამბავი

© FB/ Mustafa Yelkenciგიორგი დიასამიძე
გიორგი დიასამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თურქეთში მცხოვრებ კიდე ერთ ჩვენებურს გაგაცნობთ. პირველად საკუთარი ფესვები ჯერ კიდევ ბავშვობაში გააცნობიერა, როცა ამის შესახებ მშობლების ნაამბობი მოისმინა.

დღემდე ახსოვს თურქულ სკოლაში ქართულად ლაპარაკის გამო, მასწავლებელი როგორ სჯიდა, მაგრამ ამის გამო ქართველობაზე უარი არ უთქვამს… უფრო მეტიც, როცა მუსტაფა იელქენჯი წამოიზარდა, გიორგი დიასამიძე გახდა და ქართულად წერა-კითხვაც ისწავლა… მას სტამბულში დავუკავშირდით. მისი საუბრის სტილი თითქმის უცვლელი დავტოვეთ. 

- თურქეთში მუსტაფას გეძახიან, გიორგი როდის დაირქვით?

— სახელი გიორგი პირველი რო საქართველოში ვიყავი, მაშინ ერთი მეგობარმა დამარქვა. შენი სახელი გიორგი იყოსო თქვა და ძან მომეწონა. ამის მერე საქართველოში ყველა გიორგი მეძახის. გიორგი საქართველოში კარგი სახელია, ბევრს ქვია და მეც მომწონს, კმაყოფილი ვარ…

© FB/ Mustafa Yelkenciგიორგი დიასამიძე დედასთან ერთად
გიორგი დიასამიძე დედასთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი დიასამიძე დედასთან ერთად

-მაშინ მეც გიორგით მოგმართავთ, ბატონო გიორგი, როდის და ვისგან გაიგეთ პირველად რომ ქართველი ხართ? 

— მე 1965 წელში ართვინის რაიონი ბორჭხის ხება სოფელში დევიბადე. ჭოროხის გაღმა საქართველოა — გამოღმა თურქეთი. ჩვენ ჭოროხის თურქეთის მხარეზე დავჩენილვართ. მე პირველი ქართული ლაპარაკი ვისწავლე დედ-მამადან. სახლში ქართული ვსაუბრობდით, მაგრამ სკოლაში აკრძალული იყო ქართულად ლაპარაკი. თურქი მასწავლებლები მიბრაზდებოდენ და მცემდენ კიდეც —ქართულად რო ვლაპარაკობდი… ჭოროხის გამოღმაში თურქეთის მხარეს სოფლები სულ  ნახული მქონდა, მაგრამ მეინტერესებდა ჭოროხის გაღმა სოფლებში რატო ვერ მივდივარ და რატომ არ ვიცი. პირველი ამაზე რომ შევეკითხე, მასწავლებლებმა მითხრეს: გაღმა რუსია არისო. ჩემი ბიძას მამიდა დარჩენილი იყო ბათუმში, ფადიმე ქვიოდა, სულ ვეკითხებოდი რაღაცები და იმან მიპასუხა. ჩემი დედ-მამას შევეკითხე და მათაც გამაგებინენ მართალი. მამამ მითხრა: ჩემი დეიდაშვილები ჭოროხის იქით დარჩნენ, ჩვენ კი თურქეთშიო — მაშინ მივხვდი ყველაფერი. ძალიან მინდოდა საქართველოს ნახვა. ის ხომ დედასამშობლოა..

© FB/ Mustafa Yelkenciგიორგი დიასამიძე
გიორგი დიასამიძე - Sputnik საქართველო
გიორგი დიასამიძე

- რა ქართული ამბები გსმენიათ ბავშვობაში?

— ქართულად არ დამალაპარაკებდენ, საქართველოზე რამე შეკითხვა არც შეიძლებოდა. სკოლაში ხომ დავწერე საქართველო, მასწავლიდენ რუსიას. სამშობლო რა იცის ახალ დაბადებულმა ბავშვმა. მოძებნის დედას, მისი სითბო მოუნდება, ესეც ასეა… პირველად საქართველოში 1994 წელს წავედი. თბილისში ორჯერ ჩავედი. პირველად ჩემი მანქანით და მეორედ მატარებლით. 13 დღე ვიყავი საქართველოში და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ჩემი ოჯახსავით. იქ ასე იძახდნენ: თურქეთის ქართველები ჩამოსულანო., იმის მერე ხშირათ დავდივარ საქართველოში, როგორც ჩემს მემლექეთში. ეს ჩემი დედასამშობლოა. მერე მივხდი, რომ ქართულს შეცდომით ვლაპარაკობთ თურქეთის ქართველობა, ბევრი თურქული სიტყვები შამოსულა, იმიტომ, რო სამი საუკუნე დაკეტილი იყო და არაფერი ამბავი არ ვიცოდით. საქართველოში ხომ დავდიოდი, ლაპარაკით ვლაპარაკობდი, მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცოდი… 

- ქართულად წერა-კითხვა სტამბულის ქართულ ცენტრში ისწავლეთ, არა?

— კი, მაქ ვისწავლე. ორი ოცნება მქონდა: ქართულად პირველი წერა-კითხვა უნდა მესწავლა. მეორე, საქართველოს მოქალაქე უნდა გავხდიყავ. წერა-კითხვა ვისწავლე, კურსებზე წავედი, საქართველოში მეგობრები დემეხმარენ. კარგად ვერა, მაგრამ მაინც ვისწავლე და ძალიან ბედნიერი ვარ. ქართული კულტურის ცენტრშის ბევრი რამე გავაკეთეთ. აქ დედა ენის კურსებია, ღონიესძიებაზე ცნობილ პოეტების და მწერალების გახსენების დღეებს აღნიშნავთ, ზეიმებს და კონცერტებს ვატარებთ…

© FB/ Mustafa Yelkenciორჰან ბერიძე და გიორგი დიასამიძე
ორჰან ბერიძე და გიორგი დიასამიძე - Sputnik საქართველო
ორჰან ბერიძე და გიორგი დიასამიძე

-ბატონო გიორგი, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო?— ამ შემთხვევაში ორივე სამშობლო იგულისხმება: თურქეთიც და საქართველოც. 

— მე საქართველოში დაახლოებით 50-ჯერ ნამყოფი ვარ. ლამაზი ადგილები თურქეთშიც არის და შემეძლო იქ წავიდოდი, მაგრამ საქართველოში სულ სხვაა: აქ  ბედნიერი ვარ! ეს სხვა რაღაცააა და ამას ვერ გაგაგებინებთ და ვერ გაიგობთ… მგონი, ფრიდონ ხალვაში ლექსში იძახის: "ლუკმა არ მაკლია, მართალია, მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ". საქართველოს მოქალაქეობა ავიღე და ძან კმაყოფილი ვარ. რამე ბიზნესი არ მაქს, ფული-მოგება არ მაქს, მაგრამ პირადობა ხომ ჯიფში მაქვს და ყველას ვაჩვენებ! ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერობა და დიდი რამეა. თურქეთში არაფერი არ მაკლიან, მაგრამ გულის ერთ ადგილში სამშობლოთი ღარიბი ვარ. ჩვენ თურქეთში რაც გავაკეთეთ, რაც ვისწავლეთ- ჩვენი ძალით გავაკეთეთ- ვინმემ არ დემეხმარენ… თქვენგან ფულის დახმარება არც მინდა, გულის დახმარება მინდა…  საქართველოში გვახსენდეს გვინდა, რო თურქეთში ქართველები არიან, ხო იცით, ძალა ერთობაშია?…

 

ყველა ახალი ამბავი
0