საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს 13 თებერვალს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პატრიარქი
საქართველოს პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ანთება განუვითარდა, რის გამოც მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც გერმანიაში იმყოფება, 13 თებერვალს ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საპატრიარქოს ვებგვერდზე დაყრდნობით.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური გასულ კვირას გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა წლის ბოლოს ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელმაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. იმ დროს კათოლიკოს–პატრიარქმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარი განაცხადა და ის გერმანიიდან სპეციალურად მოწვეულმა ექიმმა გასინჯა.


ყველა ახალი ამბავი
0