ღამბაშიძე: წაწლებს ძალიან თავდადებული და ერთგული მეგობრობა ჰქონდათ
“წაწლობა და სწორფრობა იყო ხელოვნური დანათესავების ფორმა და ეს დობილ-ძმობილობაში გადადიოდა“, — ამბობს ღამბაშიძე.
სწორფრობა და წაწლობა მთის ტრადიციებია. სწორფრობა ხევსურეთში, ხოლო წაწლობა — ფშავში იყო გავრცელებული. ტრადიციულ ფშავ-ხევსურულ კულტურაში წაწლობა-სწორფრობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.