„ბარსელონამ“ თბილისში ფან-კლუბს ოფიციალური სტატუსი მიანიჭა

© Georgian Football Federation"ბარსელონა" სუპერთასი-2015
ბარსელონა სუპერთასი-2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კატალონიური საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრების გაერთიანების შექმნის ინიციატივა „ბარსელონის“ წარმომადგენლებისგან მოდიოდა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისში უახლოეს პერიოდში „ბარსელონის“ ფან-კლუბი გაჩნდება, აღნიშნულია კატალონიური გუნდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ბარსელონის“ დირექტორთა საბჭომ მსოფლიოს 15 ქალაქში ფან-კლუბებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამა ქალაქებს შორისაა თბილისი. ესპანური ფეხბურთის გრანდის მხარდამჭერ ადგილობრივ კლუბს ექნება სახელწოდება Penya Blaugrana Tbilisi.

„ფან-კლუბის შექმნის იდეა წელიწადნახევრის წინ გაჩნდა, როდესაც თბილისში უეფას სუპერთასის გათამაშება შედგა „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის. თან ინიციატივა კლუბის წარმომადგენლებიდან მოდიოდა. ჩვენ ყველა აუცილებელი პროცედურა გავიარეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე სეზონის ბოლომდე ფან-კლუბი ფუნქციონირებას მაქსიმალური დატვირთვით დაიწყებს“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ თბილისის ფან-კლუბის პრეზიდენტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან მათ ფან-კლუბის დასახელების, ლოგოსა და დისლოკაციის ადგილის შეთანხმება მოუწიათ. დანარჩენ საკითხებში კატალონიელები ქართულ კლუბს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებენ. მთავარია, რომ ფან-კლუბმა თავისი აქტიურობა აჩვენოს.

„ჩვენი ფან-კლუბის მონაწილეებს შორის ჩატარდება სხვადასხვა აქცია, „ბარსელონის“ ბილეთებისა და ეკიპირების გათამაშება; იქნება საფეხბურთო მატჩების ერთობლივი განხილვა, შეიქმნება საკუთარი საფეხბურთო გუნდი და ა. შ. ეს ყველაფერი ჩაიწერება და გაიგზავნება „ბარსელონაში“, — აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საწევრო გადასახადებს, ის სიმბოლურია. ადგილობრივმა ფან-კლუბმა თითოეული მონაწილისთვის „ბარსელონას“ წელიწადში ორი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა თანხა უნდა შეიტანოს ადამიანმა ფან-კლუბში გაწევრიანებისთვის (იგივე საწევრო გადასახადი), ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ, ზაქარეიშვილის თქმით, საუბარია სიმბოლურ თანხაზე.

„ბარსელონის“ ფან-კლუბების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ისაა, რომ ისინი არ შეიძლება მომგებიანი კომერციული საწარმო იყვნენ. ფან-კლუბში მოსულმა ადამიანებმა სიამოვნება უნდა მიიღონ ფეხბურთის ყურებით, ატმოსფეროთი, სხვადასხვა აქციებით, ჩვენ ამაზე თანხის გამომუშავების უფლება არა გვაქვს“, — აღნიშნა ზაქაეიშვილმა.

„ბარსელონა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც ათეულობით მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელ პლანეტაზე; მარტო თბილისში ამ გუნდის რამდენიმე ათეული ათასი ფანატიკოსია.

„ბარსელონამ“ 24-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 28-ჯერ (რეკორდი) — ესპანეთის თასი, 12-ჯერ (რეკორდი) ესპანეთის სუპერთასი, ხუთჯერ — უეფას ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ — უეფას თასების მფლობელთა თასი, ხუთჯერ — უეფას სუპერთასი და სამჯერ გახდა მსოფლიოს კლუბების ჩემპიონი.

ყველა ახალი ამბავი
0