„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 9 თებერვალს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის და დიდგორის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის და ოქროყანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0