ჩიტაძე: ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა შედის მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე
„საქართველოს ხელისუფლება უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის ტვირთებმა გადაკვეთეს საქართველო—რუსეთის სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების მხრიდან", — თქვა ნიკა ჩიტაძემ.
ორმხრივ ხელშეკრულებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა ხელი 2011 წლის ბოლოს მოაწერეს. ამის ვალდებულება რუსეთის მხარემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ აიღო. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს.