გორში მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიციის ავტომობილები
საპატრულო პოლიციის ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა მოკლა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გორში 51 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით შინდისის გზატკეცილზე, ე.წ. უსინათლოების ბინასთან მოხდა. შსს-ს ცნობით, მოკლულსა და მის ნაცნობს შორის ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი მოხდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0