ემზარ კვიციანი: ქალები ჯარში ნებაყოფლობით უნდა მსახურობდნენ
„სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალები კი არა, კაცები ვერ გაგვიწვევია, ხან აუქმებენ, ხან აღადგენენ“, — ამბობს ემზარ კვიციანი.
მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევიან მამაკაცები 18-დან 27 წლამდე. ხოლო ქალებს ჯარში სამსახური ნებაყოფილობით შეუძლიათ.
საქართველოს მოქალაქე ირინა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას სთავაზობს. მან უკვე შეიტანა შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში. დოკუმენტის ავტორი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონის პრინციპებს ეყრდნობა და თვლის, რომ უნდა შემოვიღოთ ისეთი ცნება, როგორიცაა „ჯარისქალი“, და რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა გახდეს ქალებისთვისაც.