ბორჯომში „სილამაზის ხიდზე“ გადაადგილება სახიფათოა

გამოწერა
სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან არსებული პრობლემის მოგვარებას ბორჯომის გამგეობა სამართლებრივი გზით ცდილობს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბორჯომში დაზიანებული „სილამაზის ხიდი“ საფრთხეს უქმნის ქალაქის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

საკრებულოს დეპუტატის, დავით როკეტიშვილის განცხადებით, ე.წ. „სილამაზის ხიდზე“  გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს  უქმნის. 

 „ორ ადგილას ისეა ჩამტვრეული ხიდი, რომ მტკვარში თავისუფლად ჩავარდება ბავშვი. არაერთხელ მოვითხოვე მიეხედათ დაზიანებული ხიდისთვის, თუმცა აქამდე არავინ არ მიიღო ზომები“, — განაცხადა დავით როკეტიშვილმა. 

როგორც ბორჯომის გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ განაცხადა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გამგეობამ სასამართლოს გზით მოსთხოვა. მისივე განცხადებით, პროცესი ერთი კვირის წინ გაიმართა.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ხარვეზის აღმოფხვრამდე, ბორჯომის გამგეობა ხიდზე მანიშნებლების განთავსებას გეგმავს.


ყველა ახალი ამბავი
0