აბულაძე: საზოგადოების თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია
„წელს რთველში უცხოელი სტუმრები გვყავს დაპატიჟებული. მათთვის ძალიან საინტერესოა საკუთარი თვალით ნახონ ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს რთვლის და ყურძნის დაწურვის დროს“, — ამბობს აბულაძე.
ბაია აბულაძე ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში დაიბადა. ოჯახის საქმიანობიდან გამომდინარე, იგი დაინტერესებულია მეღვინეობით და აქტიურად განაგრძობს წინაპართა ტრადიციას — მეღვინეობას და მევენახეობას.