ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

გამოწერა
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, გურამიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0