უნიკალური აღმოჩენა სოფელ გურჯაანში

© Levan Avlabreli იგოეთის გათხრები
იგოეთის გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ გურჯაანში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ნადაშვილების ოჯახმა მიწის დამუშავების დროს თიხის ჭურჭელი, სამკაული და სამი სამარხი აღმოაჩინა, რის შესახებაც მათ დაუყონებლივ აცნობეს შესაბამის სამსახურებს.

როგორც გურჯაანის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, აღმოჩენილი ე.წ. ორმო-სამარხები, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და მისი შესწავლა-გამოკვლევა აუცილებელია. მისივე თქმით, წარსულში აღნიშნულ ადგილზე, შესაძლოა, სასაფლაოც ყოფილიყო.

აღმოჩენილი ნივთები გურჯაანის ეთნოგრაფიულ საცავს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0