ფრანგმა დიპლომატმა საქართველოს შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

© FB / МВД Грузииბრუნო ბალდუკი
ბრუნო ბალდუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სახელმწიფო მოხელეები პროექტის „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში საჯარო ლექციებს კითხულობენ.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ ბრუნო ბალდუკმა შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებს ეხებოდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი მღებრიშვილი და გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პოლიციის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

ბრუნო ბალდუკმა ქართველ სტუდენტებს გააცნო საფრანგეთის პოლიციის მუშაობის პრინციპები და ნარკოტიკებთან ბრძოლის კონტროლის მექანიზმები. ლექციას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა პრეზენტაციის საშუალება შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საკითხებში… მუშაობა ნარკოტიკულ საშუალებებზე და მათი უკანონო ბრუნვის საკითხებზე ჯერ კიდევ პოლიციის აკადემიის სტუდენტად ყოფნის დროს დავიწყე და ჩემი მომავალი კარიერა ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებს მივუძღვენი“, — განაცხადა ბრუნო ბალდუკმა.

საფრანგეთის პოლიციის ატაშე შსს-ს აკადემიას პროექტის „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში სტუმრობდა. პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

პროექტის მიზანია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა, სახელმწიფო მოხელეებისა და სამართლის სფეროს სპეციალისტების შეხვედრები სტუდენტებთან.

გასული წლის დეკემბერში შსს-ს აკადემიის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წაუკითხა ლექცია ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და განვითარების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0