დავით მესხიშვილი: მთვრალი პირი საჭესთან – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

© FB/DAVID MESKHISHVILIდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელსაც საგზაო უსაფრთხოებაზე მუშაობა აქვს დავალებული, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.
დავით მესხიშვილი: მთვრალი პირი საჭესთან – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

„საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე გვაქვს“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

ყველა ახალი ამბავი
0