თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლაი სვენტიცკის ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 7 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.
ბრიფინგზე ნიკოლაი სვენტიცკი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩარიცხვის პირობებს გამოაცხადებს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება, ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს.
პრეს-ცენტრის მისამართი: აღმაშენებლის 61, მე-5 სართული, ბლოკი С. ინფორმაცია ტელეფონით: 555 90 89 77.
მასმედიის აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანონსების მისაღებად განაცხადი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: media@sputnik-georgia.com.