ალადაშვილი: სპეცსამსახურებისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს
„წარმოიდგინეთ, არსებობს სუს-ი და მის ქვემდებარედ იქმნება სსიპ, რომელსაც ასევე ექნება ყველა ის სამსახური, რაც აქვს სუს-ს. რას შეცვლის ეს? რა თქმა უნდა, არაფერს. თუ ეს სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება, ეს არანაირ კონტროლს არ გაზრდის“, — აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.
მმართველი პარტიის ინიციატივით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. თუმცა, ახალი სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსით ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში უნდა მოექცეს.