აბაშიძე: წარმატებულ ევროპულ პროექტს რუსეთთან დიალოგმაც შეუწყო ხელი

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან დიალოგი ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკას ევროპის მიმართულებით, რასაც ადასტურებენ ქვეყნის ევროპელი პარტნიორები.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. წარმატებული ევროპული პროექტის განხორციელებას, რომელიც ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებით დასრულდა, ხელს უწყობდა რუსეთთან დიალოგიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2 თებერვალს მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაუქმებას. 

„პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, შედეგიანია და ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელებას ხელს უწყობდა ის დიალოგიც, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან 2013 წლის შემდეგ. ეს არა მხოლოდ ჩვენი შეფასებაა. ასე ფიქრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ჩვენ ურთიერთობებზე, მათ შორის რუსეთთანაც“, — თქვა ზურაბ აბაშიძემ. 

Флаг ЕС в Европарламенте - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სებასტიან კურცმა 3 თებერვალს, თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განამტკიცოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე რუსეთთან. 

თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს. გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0