თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემას უფრთხის, ასეთია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „რა გაშინებთ ყველაზე მეტად?“ გამოკითხვაში მონაწილეთა 30,4%-მა უპასუხა — „ჯანმრთელობის პრობლემები“.
სამსახურის დაკარგვა აშინებს გამოკითხვაში მონაწილეთა 21,7%-ს, ხოლო მომავალს იმედით უყურებს რესპონდენტების 17,4%. შემდეგ ჩამონათვალში მოდის: საერთაშორისო კონფლიქტები — 13%, ფასების ზრდა — 4,3%, ასეთივე პროცენტული რაოდენობაა იმ ადამიანების, რომლებიც შემოსავლების შემცირებას უფრთხიან.
გამოკითხვაში მონაწილეთა მხოლოდ 8,7%-ია ისეთი, რომელთაც არაფერი აშინებთ.