“13 და 14 თებერვალს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში მაყურებელი იხილავს ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის კომედიას “მგზნებარე შეყვარებული“,- აცხადებს “Sputnik”-თან ინტერვიუში ბადრი წერედიანი.
ბადრი წერედიანი დრამის რეჟისორი. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი და სარეჟისორო მასტერ-კლასი თემურ ჩხეიძის შემოქმედებით სახელოსნოში გაიარა. სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგმული აქვს სპექტაკლები: „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“- სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, „აქ, ამ სავანეში“ — სამეფო უბნის თეატრში, „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ —რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, „ზღვა, რომელიც შორია“ —სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.